მთავარისიახლეებიპოლიტიკამედიაჰოლდინგი ,,აფხაზეთის ხმა“ აცხადებს, რომ უერთდება "რუსთავი-2"-ის მხარდასაჭერ აქციებს

მედიაჰოლდინგი ,,აფხაზეთის ხმა“ აცხადებს, რომ უერთდება “რუსთავი-2”-ის მხარდასაჭერ აქციებს

Published on

მედია ჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა'' საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

 

,,შეშფოთებას გამოვთქვამთ „რუსთავი-2“-ის მმართველობასთან და ზოგადად, სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების უხეში ჩარევის გამო, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პერსპექტივას. – ნათქვამია განცხადებაში.

 

"აფხაზეთის ხმა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის იქეთაც თავისუფალი აზრის ჩახშობისკენ მიმართული, დიქტატორული მმართველობის კონტურები იკვეთება. 

 

„აფხაზეთის ხმა“ ეთანხმება რიგი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომ მსგავსი პრაქტიკა აშორებს საქართველოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არაერთხელ და ცალსახად გაცხადებულ მიზანს: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

 

„აფხაზეთის ხმა“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უერთდება "რუსთავი-2"-ის მხარდასაჭერ აქციებს და საინფორმაციო გამოშვებების ძირითად დროს უთმობს მოვლენების საგანგებო რეჟიმში გაშუქებას როგორც რადიოს ეთერში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მოუწოდებს სხვა მედიასაშუალებებს, გაერთიანდნენ დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მთავარი თემის – სიტყვის თავისუფლების დაცვის ირგვლივ.

 

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...