მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიზანმიმართულად საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის საგარეო კურსს...

ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიზანმიმართულად საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის საგარეო კურსს და საქართველოს ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას – ნათქვამია ,,ახალი მემარჯვენეების” განცხადებაში

Published on

პარტია ,,ახალი მემარჯვენეები“ აცხადებს, რომ  „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები  გასცდა სამართლებრივ ჩარჩოს და   შევიდა პოლიტიკურ ჭრილში, რომლის უკან დგას ხელისუფლება.

"სამწუხაროდ, რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარე სამართლებრივი პროცესი გუშინდელი ღამის შემდეგ უკანა პლანზე გადავიდა და ნათელი გახდა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის უკან დგას ხელისუფლება.- ნათქვამია პარტიის საგანგებო განცხადებაში – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ თითქოს შეარბილა დაძაბულობა და გაჩნდა იმედი, რომ პროცესი არ გავიდოდა სამართლებრივი ჩარჩოდან, მაგრამ მოსამართლე ურთმელიძის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მოვლენების ცივილიზებულად განვითარების შესაძლებლობა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შინაარსით და შედეგის თვალსაზრისით ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ლახვარი ჩასცეს ქართულ სასამართლოს, რითაც მიზანმიმართულად საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის საგარეო კურსს და საქართველოს ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას.

ამავდროულად ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ქვეყანას არ უტოვებს შანსს განვითარდეს დემოკრატიულად და ცდილობს დააბრუნოს იმ ეპოქაში, როცა ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის უფლება, მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების არსებობას და მზად არის მასზე კონტროლის მოპოვებას შესწიროს ქვეყნის სტაბილური განვითარება .

 

ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ ვაცხადებთ, რომ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც ვიყავით; ახლაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ვართ და ყოველთვის ვიქნებით მედიის თავისუფლების პრინციპების დამცველი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების კურსს არ გადაუხვიოს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...