მთავარისიახლეებიპოლიტიკაასე ცივილიზებული სახელმწიფო არ შენდება - დავით ზურაბიშვილი

ასე ცივილიზებული სახელმწიფო არ შენდება – დავით ზურაბიშვილი

Published on

 თამაზ ურთმელიძის განჩინება სერიოზული დარტყმაა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე წერს სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი. 

„რუსთავი–2–ის გარშემო რაც ხდება, აქ მთავარი პრობლემაა არა სიტყვის თავისუფლების ან სამართლიანობის აღდგენის თემა (თუმცა, არც უამისობაა), არამედ ხელისუფლების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ.

ერთ–ერთი არსებითი ხასიათის მიღწევა, რაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლას მოჰყვა, იყო სასამართლოს გათავისუფლება ხელისუფლების წნეხისგან. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შანსი, რომ სასამართლო სისტემას ერთხელ და სამუდამოდ მოეშორებინა მთავრობის ნოტარიუსის სამარცხვინო ფუნქცია და ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლების ძლიერ დამოუკიდებელ შტოდ, რაც აუცილებელია, თუ საერთოდ გვინდა ნორმალური, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფო.

ურთმელიძის ეს შუაღამის განჩინება კი არის ძალიან სერიოზული დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. პოლიტიკური მოტივები აქ იმდენად აშკარაა, რომ ამას თეთრი ძაფით ნაკერიც აღარ ჰქვია. შეძლება ითქვას, რომ თუკი აქამდე მოსამართლეს არ ჰყავდა დედა, ახლა სასამართლოს აღარა ჰყავს.

ღლიცინი და სიხარული "აბა ნაცები რომ იმას აკეთებდით კაი იყო?" სტილში ხომ საერთოდ გულისამრევია. არამც და არამც არ შეძლება ასეთი პრეცედენტის დაშვება. "ქურდის ქურდი ცხონდა"–ს პრინციპით ცივილიზებულ სახელმწიფო არ შენდება“, – წერს ზურაბიშვილი.

სიახლეები

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე-მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც...

შსს-აჭარაში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს

გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივუი სპეცოპერაციის...

მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური-IDF

მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული "ბასიჯის" დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი - ამის...

განზრახ მკვლელობის, გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის გამო ხაშურელ კაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული გორის რაიონულმა სასამართლომ...