მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი - ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება

ზაალ უდუმაშვილი – ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება

Published on

ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება, – ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. 
მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძემ "დედის ნაჩუქარი ნაჯახით მოცელა "რუსთავი 2" და საქართველოს მომავალი". 
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ დედის ნაჩუქარი ნაჯახით ადამიანი აიღებდა და მოცელავდა ყველაზე რეიტინგულ კომპანიას საქართველოში და მოცელავდა საქართველოს მომავალს. ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება, რომ ვიყოთ ეთერში. ჩვენ კიდევ დიდხანს ვაპირებთ აქ მუშაობას", – განაცხადა უდუმაშვილმა. 
მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება არის განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ გამოუტანა საქართველოს. "მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გარდაცვალება. დღევანდელი გადაწყვეტილება არის განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ გამოუტანა საქართველოს. ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და ერთი ხელის მოსმით დამარხა სასამართლო – ინსტიტუტი, რომელზეც დგას ქვეყნის დემოკრატია. აქ არ არის საუბარი "რუსთავი 2"-ის მომავალზე. აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში "რუსთავი 2" შეიძლება გაითიშოს. მე ვგულისხმობ იმას, რომ "რუსთავი 2" შეიძლება დაიცალოს ამ ხალხისგან და აქ მოვიდეს სულ სხვა ხალხი, სულ სხვა სარედაქციო პოლიტიკით. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება თუ ვინმეს უნდა, შეუძლია უყუროს "კურიერს", მაგრამ ეს "კურიერი" იქნება სრულიად განსხვავებული და არა ის, რომელსაც წლების მანძილზე ხართ შეჩვეული", – განაცხადა უდუმაშვილმა.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...