სენაკში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

0
450

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით,  დეპარტამენტისა და და სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ  ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში დაკავებულ იქნენ  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 23 წლის, წარსულში ნასამართლევი რევაზ ჩ, 28 წლის, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ, 24 წლის ლევან ჯ, 26 წლის ლაშა ჯ. და 47 წლის, წარსულში ნასამართლევი იმედა ტ.  

დაკავება მოხდა ყაჩაღობის ბრალდებით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში ყაჩაღურად დაესხნენ თავს გურამ შ-ს ოჯახს, საიდანაც 200 კგ თხილი,  სხვადასხვა საოჯახო და პირადი ნივთები გაიტაცეს.

დეტექტივ-გამომძიებლის ირაკლი სამხარაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას 2 ერთლულიანი გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“ 10 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი 5 საბრძოლო ვაზნით, „გოლდ სტარ 2002“-ის მოდელის პისტოლეტი 1 საბრძოლო ვაზნით და 4 ნიღაბი ამოიღეს.

 

წინა სტატიახატია დეკანოიძე ურაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა
შემდეგი სტატია6 წელიწადში აფხაზეთში სასკოლო განათლებიდან ქართული ენა სრულად განიდევნება და მას რუსული ჩაანაცვლებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური