ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა. ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტი დამსწრეებს საკრებულოს იურიდიულ-სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ გააცნო. კოდექსზე აზრი ფრაქციის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით დაადგინოს საკრებულოს წევრების მაღალპროფესიული და ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს საკრებულოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას და საკრებულოს წევრების მიერ მათი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას. ეთიკის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრი ვალდებულია დაიცვას საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, საკუთარი საქმიანობით გაიუმჯობესოს საკრებულოსა და მისი სტრუქტურების მუშაობა, აქტიურად ითანამშრომლოს მასობრივი ინფორმაციისბ საშუალებების წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრები ყველა ვითარებაში უნდა მოიქცნენ საზოგადოების მიერ მათდამი გამოხატული ნდობისა და საკრებულოს სტატუსის შესაბამისად. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, აღნიშნული ეთიკის კოდექსი ხელს შეუწყობს დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, ხოლო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოზრაობის წევრის ანა წითლიძის შეფასებით, დოკუმენტის მიღება დემოკრატიული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პრეცედენტია. აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებთან ერთად დაესწრნენ. შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივით გაიმართა.
სიახლეები
სიახლეები
შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...
სიახლეები
ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...
სიახლეები
WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...
კონფლიქტები
ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.
ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...