მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის განცხადება - "მე არცერთი ჟურნალისტისათვის არაფერი მსგავსი არ მითქვამს "

მიხეილ სააკაშვილის განცხადება – “მე არცერთი ჟურნალისტისათვის არაფერი მსგავსი არ მითქვამს “

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უარყო გამომცემლობა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მას უკრაინის პრემიერმინისტრობა სურს.
"უბრალოდ, თავი რომ ავარიდო ნებისმიერ სპეკულაციას, მინდა ვთქვა, რომ მე არასდროს, არცერთი ჟურნალისტისათვის არაფერი მსგავსი არ მითქვამს, რომ თითქოს უკრაინის პრემიერმინისტრობა მსურს", – წერს სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვედზე.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მას არასდროს არანაირი შეთავაზება არ მიუღია, უკრაინის პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით და ამის "არანაირი სურვილი" არ ჰქონია.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილი უკრაინის პრემიერმინისტრად დანიშვნისათვის ემზადება, გამომცემლობა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ოდესის გუბერნატორს ესაუბრა. შეკითხვაზე, მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის პრემიერმინისტრის პოსტზე, სააკაშილმა უპასუხა: "მე მინდა, რომ მონაწილეობა მივიღო დიდი ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელებაში, რასაც ნებისმიერი პოსტიდან მოვახერხებ".


 

სიახლეები

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...