მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ მორიგი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს

“რუსთავი 2” საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ მორიგი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს

Published on

ტელეკომპანია "რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ მორიგი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. 
როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, იურისტები მოითხოვენ იმ მუხლის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო.
"თუ ამ ქვეყანაში ვინმეს რაიმე აქვს შერჩენილი, პარლამენტის თავმჯდომარეზე დიდი ხანია არ მაქვს ეს ილუზია, რადგან რიგითი მარიონეტია სამწუხაროდ. პრეზიდენტის პოზიტიური როლი ნამდვილად იყო, ვნახოთ რას მოიმოქმედებს ის, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი მოწოდება მოსამართლე ურთმელიძისთვის, ეს დავინახეთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის ერთადერთი ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუცია საქართველოში. ჩვენ მას მივმართავთ კიდევ ერთხელ. უკვე გასაჩივრებული გვაქვს რამდენიმე მუხლი და ხვალ დილიდან წარედგინება სასამართლოს ამ მუხლის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი. ძვირფასო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებო, თქვენ უნდა გადაარჩინოთ არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ის, რაც ზუსტად ვიცი თქვენთვის მნიშვნელოვანია – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უსაფრთხო მომავალი. ძალინ გთხოვთ, მთელი "რუსთავი 2"-ის სახელით, იმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად, იმოქმედეთ იმიტომ, რომ გადარჩეს ქვეყანა", – განაცხადა გვარამიამ.

სიახლეები

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...