რატომ დატოვა აფხაზური წარმოშობის სახელგანთქმულმა სირიელმა მსახიობმა თაჯ ჰეიდარ – გოგუამ წინაპართა მიწა

0
443

30 წლის თაჯ ჰეიდარ – გოგუა სერიალების საკმაოდ პოპულარული მსახიობია მთელ არაბულ სამყაროში.  მას არა აქვს სამსახიობო განათლება,  მაგრამ  უკვე ათი წლის ასაკიდან იღებდნენ  შოკოლადის, ბისკვიტისა და ნამცხვრების რეკლამებში. 17 წლის თაჯის დებიუტი კინოში პირდაპირ  მთავარ როლზე    შედგა. ,,საპნის ოპერები'' მისი მონაწილეობით იმთავითვე მაღალ  რეიტინგებს კრებდნენ არაბეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. 

 დღეისათვის იგი  30 –ზე მეტ ტელენოველაშია გადაღებული, ამასთან ნათამაშევი აქვს ეპიზოდური როლები დიდ კინემატოგრაფშიც და კარგ მომავალს  უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრას   როცა სირიაში არეულობები დაიწყო, აღმოსავლეთის მზეთუნახავის სახელზე დასტობით წამოვიდა  მუქარის წერილები ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს  მებრძოლებისგან,  ბანდიტები  აფრთხილებდნენ, რომ თუ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა ეკრანებზე ევროპული ტანსაცმელით ( მით უფრო გამჭვირვალე საცურაო კოსტუმებში)  კეკლუცობას, საჯაროდ მოკვეთდნენ თავს. ემანსიპირებულ გოგონას, რომელსაც დასავლურ მედიაში აღმოსავლეთის თავისუფალი ქალის სიმბოლოს უწოდებენ, ბევრი არ უფიქრია, აიღო ბილეთი და მშობლებთან, ოთხ დასთან და ძმასთან ერთად სოჭისკენ გამოემგზავრა, აქედან კი ავტობუსით ჩავიდა სოხუმში.

ასე აღმოჩნდა 2013 წელს თაჯი პირველად წინაპართა მიწაზე. სოხუმში ლტოლვილებს ნამდვილი გმირებივით დახვდნენ პურ– მარილით, უფრო ზუსტად, ცხელი ხაჭაპურებით,  აქამდე ხომ აფხაზეთი არავის უსახელებია მსოფლიო კინობაზარზე!

პირველივე დღეებიდან თაჯს  უამრავი აფხაზი ნათესავი შემოეხვია, თავადაც გულაჩუყებული უზიარებდა თავის გრძნობებს  ჟურნალისტებს, ამბობდა, რომ  ერთი ნახვით შეუყვარდა აქაურობა, საკვირველად მსვენიერი ბუნება –   მთებში უთვალავი ყვავილი იზრდებოდა, იქ არა, აქ წვიმა მოდიოდა – სირიაში კი მსგავსი არაფერი ენახა.

აფხაზეთში სირიელი ვარსკვლავი დამკვიდრებას ფიქრობდა, სახლებიც შეათვალიერა და სამსონ ჭანბას სახელობის თაეტრთან მოლაპარაკებები დაიწყო.  მაგრამ არ გასულა დიდი დრო და მსახიობმა იგრძნო, რომ აქ ძალიან გაუჭირდებოდა: თეატრის დირექტორმა ვალერი კოვემ ხელფასად სულ რაღაც  8000 ათასი რუბლი შესთავაზა,  არც თეატრი იყო ისეთი, რომ ფრთები გაეშალა. ბაჭიების, ციყვების წიწილებისა და სხვა წვრილ–წვრილი არსებების როლები დილის საბავშვო სპექტაკლებში არად უღირდა  განებივრებულ მსახიობს , რომელიც სერიოზულ როლებს იყო ჩვეული და ჰონორარებიც შესაბამისი ჰქონდა ( არაბულ ქვეყნებში სერიალების ინდუსტრია მსახიობს სტატუსის მიხედვით 50 ათასიდან 5000 ათას დოლარამდე უხდის)

იყო სხვა ფაქტორიც – მშვენიერი მელპომენას აფახაზი ქურუმი ქალები შეშინდნენ, რომ შესაძლოა როლები დაეკარგათ და ულტიმატუმებით ალაპარაკდნენ – ან – ჩვენ, ან – ის! და თეატრის დირექტორს  მასობრივი წასვლით  დაემუქრნენ. ბოლოს და ბოლოს თავგაბეზრებული მსახიობი , რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა ისტორიულ სამშობლოში, თავალცრემლიანი გაემგზავრა დამასკოში. შესაძლოა, ასე ჯობდეს მისთვის. როგორც აფხაზეთის რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ვადიმ ხარაზია ამბობს (სწორედ ის ეხმარებოდა მსახიობსა და მის ოჯახს აქ დამკვიდრებაში) , ამ დღეებში თაჯი იორდანიაში გადაფრინდა, იქ მას აზიის ერთერთ უმსხვილეს სერიალების  მწარმოებელ კომპანიაში შესთავაზეს სამუშაო.

მართალი გითხრათ, ეს არ მაკვირვებს –  თაჯი პატარა ჩიტი კი არა მაღლამფრენი ფრთოსანია, სოხუმში  ფრთებს ვერ გაშლიდა. ამაში სავსებით მეთანხმება აფხაზი ჟურნალისტი ზაირა წვიჟბაც: ,,  ეს ფაქიზი, ულამაზესი გოგონა  თავად არის ხელოვნების ნიმუში . შეიძლება საათობით უყურო და არ მოგბეზრდეს . სჯობს გადაღებები გააგრძელოს, ახალგაზრდობა და სილამაზე წარმავალია! – ამბობს იგი.

ჩვენი კინოსტუდია უსახსრობის გამო გაჩერებულია, პრაქტიკულად ვერაფერს იღებს და  ძირითადა საზღვარგარეთული ფილმების დუბლირებით არის დაკავებული.

რაც შეეხება ამბიციური ჰეიდარ – გოგუას ოჯახს, მან  აფხაზეთში არჩია დარჩენა და არც ნანობს ამას. თაჯის  ძმა ინალი აქაურ ქალზე  დაქორწინდა, თუმცა მალევე გაეყარა და  არაბი მუსულმანი ქალი გამოიწერა ცოლად, მოხუც მშობლებს რუსული პენსია გაუფორმდათ და დარჩენილი დღეების განლევას მშობლიურ მიწაზე აპირებენ.

ბარემ იმასაც ვიტყვით: თაჯ ჰეიდარ – გოგუას წასვლის ნამდვილი მიზეზი ერთობ ბანალურია – მსახიობს რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურდა, მაგრამ ისე, რომ მშობლიური სირიის მოქალაქეობაც შეენარჩუნებონა. მას ამაზე ისე უთხრეს უარი, რომ მიზეზი არ განუმარტავთ…

წყარო  http://sobesednik.ru/

წინა სტატიასაკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია ზუგდიდში
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძემ რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად დანიშნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური