მთავარისიახლეებიმსოფლიოფინეთი თავის მოქალაქეებს თვეში 800 ევროს გადაუხდის

ფინეთი თავის მოქალაქეებს თვეში 800 ევროს გადაუხდის

Published on

ფინეთის სოციალური დაცვის სამსახურმა "კელამ" დაიწყო მუშაობა შემოთავაზებაზე, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს შემოსავლის წყაროს შეუქმნის. შეიქმნება უნივერსალური გადახდის სისტემა, რომელიც ყველა ფინელს დააფინანსებს, გარდაქმნის ქვეყნის ეკონომიკას და სხვა ქვეყნებაც შესთავაზებს განსხვავებული ტიპის ეკონომიკის მაგალითს.პროექტის განხორციელების შემდეგ ფინეთის სახელმწიფო ყველა მოქალაქეს თვეში  დასაწყისისთვის  550 ევროს, ხოლო შემდეგ  800 ევროს გადაუხდის. ის ჩაანაცვლებს ამჟამინდელ სოციალურ დახმარებებს. ყველა სხვა შემოსავალი დაიბეგრება. 

"კელა" ამ პროექტის დამტკიცებას 2016 წლის ნოემბრისთვის ვარაუდობს. ძირითადი შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში, მუშათა კლასი გათავისუფლდება სიცოცხლისთვის აუცილებელი შემოსავლის გამომუშავების აუცილებლობისგან. სტაბილურობის გაჩენის შემდეგ მოქალაქეებს შეეძლებათ კრეატიულ და ჰუმანიტარულ საქმიანობას მიჰყონ ხელი. ფინეთის ამ პოლიტიკის მეშვეობით, მსოფლიო დაინახავს, თუ რამდენად გაამართლებს მსგავსი ეკონომიკური მოდელი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ფინეთში უმუშევრობის დონემ საგრძნობლად იმატა და მოქალაქეები ნოვატორულ გამოსავალს ეძებენ. 

 

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...