მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილმა იაცენიუკი ციდან მიწაზე დააბრუნა - წერს უკრაინული მედია

მიხეილ სააკაშვილმა იაცენიუკი ციდან მიწაზე დააბრუნა – წერს უკრაინული მედია

Published on

Міхеіл Саакашвілі "спустив" Яценюка з небес на землю – წერს უკრაინული მედია  კომენტარებში, რომელსაც ურთავს   მიხეილ სააკაშვილის  ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ პასუხს არსენი იაცენუკის ირონიულ შეკითხვაზე -თუ ასეთი კარგი რეფორმები ჰქოდა, რატომ ვერ ბრუნდება სააკაშვილი საქართველოში?

 

"რამდენადაც პრემიერ -მინისტრმა გამაკრიტიკა და ქართული რეფორმები ახსენა, მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. რამდენიმე შედარებას გავაკეთებ საქართველოსა და უკრაინის რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც მე ვიყავი საქართველოს ხელისუფლებაში, ეკონომიკა, მაშინაც კი, როცა ომი და დაძაბულობა იყო ქვეყანაში, მაინც ორჯერ გაიზარდა, ხოლო უკრაინული ეკონომიკა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კატასტროფულად ეცემა…

ჩემი მმართველობის დროს, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი 60-დან 5 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო უკრაინაში 32-დან 48 პროცენტამდე გაიზარდა. ჩემი მმართველობის დროს, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-8-ე ადგილზე გავიდა, ხოლო უკრაინა ჯერ მხოლოდ 72-ე ადგილზეა. ჩემი მმართველობის დროს, ბიზნეს სუბიექტებს შორის, კორუფციის მაჩვენებელი 80-დან 2 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო უკრაინაში, ამ ბოლო დროს, 80 პროცენტამდე გაიზარდა.

უკრაინის რეიტინგი, სამწუხაროდ, ყველაზე ცუდ აფრიკულ რეიტინგს დაემსგავსა… ახლა კი მინდა დავუბრუნდე იმას, რაც პრემიერმა თქვა, რომ მე არ შემიძლია საქართველოში დაბრუნება. ეს ქამრის ქვემოთ მოყენებული დარტყმაა, თანაც პოსტმაიდანური სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში, იმ რეპრესიების ტალღაზე მოვიდა, რომლითაც იანუკოვიჩი უკრაინელების პროტესტის ჩახშობას ცდილობდა საქართველოშიც პრომოსკოვური მაფია იყო. მე ძალიან ღია დამოკიდებულება მაქვს ოლიგარქების მიმართ (სწორედ იმ ოლიგარქების, რომელთა შესახებ პრემიერი ასე მეგობრულად საუბრობს) განსაკუთრებით იმ ოლიგარქების მიმართ, რომლებსაც მოსკოვთან აქვთ კავშირი. მე ახლა ჩემს ქვეყანაში – უკრაინაში ვიმყოფები, სიამაყით ვატარებ უკრაინულ პასპორტს, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოსგან მივიღე, მე მჯერა ნათელი მომავლის ქვეყნის პრემიერთან ერთად და უკრაინისთვის მხოლოდ წარმატება მსურს",

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...