მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი თარგამაძე: პოლიტიკური ფასის გადახდა ამ პროცესებზე ყველას მოგვიწევს.

გიორგი თარგამაძე: პოლიტიკური ფასის გადახდა ამ პროცესებზე ყველას მოგვიწევს.

Published on

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ურთმელიძის არ არის ეს ყველასთვის ნათელია. მე ვფიქრობ, რომ ურთმელიძეზე ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ. აქ ყველაფრის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, გეგმა A არსებობდა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი ალტერნატიული მედია სივრცის შექმნას აპირებდა. ამის მცდელობა იყო 2030-ის დაარსება, მისი მონაწილეობაც გადაცემაში. ასევე ახალი სახეების გამოჩეკა. ივანიშვილი ამის შესახებ ბევრს საუბრობდა და მისი ყურმოჭრილი მისი მონები ძალიან ბევრნი აღმოჩნდნენ. მე მესმის ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების და მათი ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ დიქტატურა დამყარდა საქართველოში, მაგრამ ეს ვერ დამყარდება სანამ რუსთავი 2 ეთერშია და ტელეკომპანია კავკასია. კავკასია დღეს თქვენს გვერდით დგას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ბევრი რამ არ გაერთიანებთ. პოლიტიკური ფასის გადახდა ამ პროცესებზე ყველას მოგვიწევს. 

მე არ ვარ პოლიტიკაში არც ლიდერი და არც პოლიტიკური პარტიის წევრი. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იპრანჭებიან და ამბობენ, რომ რუსთავი 2-ს ისინი არ დაიცავენ იმიტომ, რომ ის საკაშვილის ტელევიზიაა. თუ ისინი ვერ ხვდებიან თუ რუსთავი 2-ის გაჩუმებით რა მოხდება მაშინ გონებაშეზღუდულობასთან გვაქვს საქმე. თუ მათ ეშინიათ, რომ არ მოხდეს მათი ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირება მაშინ თავად იაქტიურონ. კეკლუცობის დრო არ არის. ნუ გონიათ რომ ვიღაც იხერიებს.

21-ე საუკუნეა. ინტერნეტი არსებობს და მოსახლეობის ინფორმირება მოხდება. ძალიან დრამატულია სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, არსებობს რაიმე სამართლებრივი პროცედურა ამ სიტუაციაში. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მოძებნის გზას და განმუხტავს ვითარებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება მისი პოზიცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. გადამწყვეტი იქნება საზოგადოების სიფხიზლის ხარისხი. რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს მხარდაჭერას ვუცხადებ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რომელიც თქვენ გაქვთ,"- აცხადებს გიორგი თარგამაძე. 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...