მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოცემა "პოლიტიკო" : მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს მზაობას უკრაინის პრემიერ - მინისტრის...

გამოცემა “პოლიტიკო” : მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს მზაობას უკრაინის პრემიერ – მინისტრის პოსტი დაიკავოს. ,,საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა” – აცხადებს იგი

Published on

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მზად არის უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა "პოლიტიკო"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
"ვისურვებდი დიდ ცვლილებებსა და რეფორმებში მონაწილეობას. ამისთვის მზად ვარ", – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი მოსაზრებით, ძლიერი და სტაბილური უკრაინა შეძლებს რუსეთის ექსპანსიის შეჩერებას.
"თუ უკრაინა რუსეთს არ შეაჩერებს, ჩემი მოსაზრებით, რუსეთი ადვილად წაშლის რუკიდან საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ძლიერი უკრაინა რუსეთისთვის უდიდესი გამოცდაა", – განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორმა ასევე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი "ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის" შექმნაში დაადანაშაულა, რომელიც გარკვეულ "ბიზნეს ინტერესებს" ემსახურება. 
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების მიზნით დაბრუნებას, სააკაშვილმა განაცხადა: "საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა".
გამოცემა "პოლიტიკო" აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელზე გაიგზავნა ელექტრონული პეტიცია სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ. პეტიციას 30 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...