მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკა მიშველაძის თოქ-შოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე განსხვავებული ფორმატით ბრუნდება

ეკა მიშველაძის თოქ-შოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე განსხვავებული ფორმატით ბრუნდება

Published on

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზეახალ  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს მოამზადებს. ჟურნალისტი ადასტურებს,რომ  ტელეკომპანიის დიერქტორისგან მიიღო წინადადება, შეცვლილი ფორმატით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანის თაობაზე. მიშველაძის ინფორმაციით, გადაცემა ეთერში სავარაუდოდ, 2016 წლის იანვრიდან გავა. 
". გადაცემა უფრო ანალიტიკური იქნება, ფორმატზე კი, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. მიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სტანდარტების ერთგული დარჩა", – აღნიშნა ჟურნალისტმა. 
მისი ინფორმაციით, ბოლო ორი დღი სგანმავლოაბში, ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს შეხვდა.
ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუ "პირველი სტუდია" მიჰყავდა. გადაცემა მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან დახურეს. ამის მოტივად კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა მიშველაძისა და "თავისუფალი დემოკარტების" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინება დაასახელა. 
"მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა" – ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩევლმა, ბასა ჯანიკაშვილმა.

სიახლეები

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...