მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენად იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს ზუგდიდში (VIDEO)

რამდენად იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს ზუგდიდში (VIDEO)

Published on

სიფრთხილეს თავი არ სტკივა-ეს ქართული ანდაზა ხშირად უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით კი მოძრაობის წესების დაცვის პერიოდში. ჩვენს ქალაქში ქვეითად მოსიარულეები  და მძღოლები რამდენად აქცევენ სამფერიან შუქნიშანს ყურადღებას და საერთოდ  რამდენად იცავენ დაწესებულ ელემენტარულ  საგზაო წესებს და ასევე რამდენად არის დაცული მათი უსაფრთხოება, ამ კუთხით ჩვენი კამერის ობიექტივმა  მრავალფეროვანი სურათი ასახა. არსბული სიტუაცია მოსახლეობის დაბალი საკანონმდებლო განათლებით აისახება. კანონის უცოდინრობისა თუ დაუდევრობის გამო, მოქალაქეები ხშირად კანონის დამრღვევები ხდებიან, რაც მძღოლებს არამარტო ფინანსურ, არამედ, კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მძღოლები ხშირ შემთხვევაში ქვეითად მოსიარულეებს წესების დარღვევაში ადანაშაულებენ, ქვეითად მოსიარულეები კი პირიქით მძღოლების მისამართით იშვერენ ხელს. ე.წ ზებრა-გადასასვლელზე ქვეიტად მოსიარულეებს მძღოლები გზას ხშირად არ უთმობენ, რაც მათი მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი ხდება. საჯარო სკოლებთანაც უსაფრთხოების კუთხით მშობლებმა პრეტენზიები გამოხატეს. #2 საჯარო სკოლასთან ხშირია შემთხვევები, როცა მანქანები აკრძალულ ტერიტორიაზე მოძრაობენ და ზოგჯერ  თავისუფლად მოსიარულე მანქანებზე პატრული რეაგირებას არ ახდენს.  ჩვენმა კამერამ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაიღო კადრები, რაც სკოლის ტერიტორიასთან ხდება. სურათი, ჯერჯერობით, უცვლელი რჩება. ზუგდიდის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია, ის ფაქტი, როცა სკოლის ტერიტორიასთან მანქანები უნებართვოდ შედიან. იმედია, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიასთან სადაც მანქანით შესვლა აკრძალულია, მშობლები უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და მანქანას სხვა ტერიტორიაზე გააჩერებენ. 

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...