საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2 – ის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.:
,,ივანიშვილის ბლიცკრიგი ვეღარ შედგება. ბრძოლა გრძელდება… საკონსტიტუციო სასამართლომ რ2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ნორმის ამოქმედება (დაუყოვნებლივ აღსრულება) შეჩერებულია გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ის, რაც იგეგმებდა, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება და შემდეგ დაუყოვნებლივ შესვლა ტელეკომპანიაში, ვერ განხორციელდება.
იქნებ, ახლა მაინც მიხვდეს ზოგიერთი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზებას და დროის მოგებას ბოლო კვირეების განმავლობაში – წერს მიხეილ სააკაშვილი