მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგაგრაში გუშინ მოვარდნილი ნიაღვრის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გაგრაში გუშინ მოვარდნილი ნიაღვრის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

Published on

აფხაზური მედიის ცნობით,  გუშინ, დილის შვიდის ნახევარზე გაგრის თავზე გადმომდგარ მთაზე დამონტაჟებული რეზერვუარის  კედელი გაინგრა და მასში დაგროვილი 3,5 ათასი კუბური მეტრი წყალი ქალაქის   რამდენიმე ქუჩაში, ძირითადად აფსხა ლეონის ქუჩაში შევარდა. მთიდან დაქანებულმა ნიაღვარმა წალეკა ყველაფერი, რაც გზად დახვდა, დაამსხვრია მანქანები, გადატეხა ხეები, წყლით დაიტბორა ათობით სახლის პირველი სართულები და სარდაფები. საბედნიეროდ, მძინარე ქალაქში გარეთ არავინ აღმოჩენილა და მსხვერპლი არ არის. გუშინვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები,  აღდგა მოძრობა რკინიგზაზე, რომელიც შლმსა და ჩამონამზღვლევს ჰქონდა დაფარული. 

აღდგენილია ელექტრომომარაგება, რასაც ვერ ვტყვით წყალმომარაგებაზე. ამ ეტაპზე დაწყებულია ავარიის შედეგად დაზიანებული რეზერვუარის აღდგენა 

 

 

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს...

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია. თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების...

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა  ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით...

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...