მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთოს მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში

ეუთოს მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში

Published on

 საქართველოში ეუთო-ს მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი მიმდინარეობს, პირველად   2008 წლის ივლისის შემდეგ. თბილისში ჩამოსულნი არიან   ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ლიტვის, რუმინეთის და შვეიცარიის მუდმივ წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ისინი ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს ეცნობიან. ასევე, ეწვევიან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. . მათი ვიზიტი 4 ნოემბერს დასრულდება.

სტუმრები დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს  შეხვდნენ და სხვა საკითხებთან ერთად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

 

ცოტა ხნის წინ დასრულდა აგრეთვე მათი შეხედრა  რუსეთთან ურთიერობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან, ოფიციალური ინფორმაციით საუბარი უმთავრესად ეხებოდა  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, კერძოდ იმ პირდაპირ დიალოგს, რომელსაც თბილისი მოსკოვთან აწარმოებს. 

"მათ აინტერესებდათ, როგორია ჩვენი მიდგომები, რა საკითხებს განვიხილავთ, როგორ გვესახება ზოგადად ამ დიალოგის გაგრძელება, რამდენად არის ეს დაკავშირებული სხვა პრობლემებთან, იმ საკითხებთან, რომლებიც ჟენევაში განიხილება. ერთი სიტყვით, კარგი და სასარგებლო საუბარი გვქონდა", – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...