სენაკში სახალხო დღესასწაული „ეგრისობის“ ძირითადი ნაწილი ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ. მთავრ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და თეატრალური სანახაობები იმართებოდა. ,,ეგრისობის’’ ერთ-ერთი ულამაზესი შემადგენელი ნაწილი იყო სენაკის მინიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მიერ წარმოჩენილი ტრადიციების, სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-ჩვენება. ,,ეგრისობაზე’’მოხდა ნოქალაქევის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა რეაბილიტაციის პროექტის დეტალებს, რომელზედაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილმა და საპროექტო სამუშაოების ხელმძღვანელმა, სამხატვრო აკადემიის კანცლერმა კახა ტრაპაიძემ ისაუბრეს.
ეგრისობაზე ციხე-გოჯის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
სიახლეები
სიახლეები
ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა
ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...
პოლიტიკა
ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...
საზოგადოება
საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა
რუსეთში, სტავროპოლის...
მსოფლიო
ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...