მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფ. რიყეში მიმდინარე გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს (VIDEO)

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფ. რიყეში მიმდინარე გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს (VIDEO)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ამ გზით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი დანარჩენ საქართველოს დაუკავშირდება. ამასთან, რიყის რეაბილიტირებული გზით რამდენიმე სოფელი ისარგებლებს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ამასთან მიმდინარეობს დასასვენებელი პარკის მოწყობა და რიყის სპორტდარბაზის სახურავის რეაბილიტაცია. სოფელ რიყეში უკვე დასრულებულია ორი ხიდის მოწესრიგების პროცესი და ორივე მდინარეზე მოხდა თანამედროვე ხიდ-ბოგირების მოწყობა. ამასთან, გამგებლის განცხადებით განხორციელდა სოფლის შიდა გზების მოხრეშვის პროცესი. სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება შეადგენს 1,250 000 (მილიონ ორასორმოცდაათიათას) ლარს. პროექტის დასრულების შემდეგ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით სოფლის 3208 ადგილობრივი ისარგებლებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ მთლიანად განათდება რიყე-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...