მთავარისიახლეებირეგიონებისამართალდამცველებმა სამეგრელოში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

სამართალდამცველებმა სამეგრელოში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

Published on

სამართალდამცველებმა სამეგრელოში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. 1995 წელს დაბადებული ბექა ქ. და 1982 წელს დაბადებული მამუკა გ. ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში იარაღის უკანონოდ შენახვისთვის აიყვანეს. 

ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდით და 30 საბრძოლო ვაზნით, „ADLER-2003 LIGHT“-ის მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, 4 წყვილი რეზინის ხელთათმანი და 1 შეკვრა წებოვანი ლენტი ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. 

სიახლეები

დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი...

რესტორან “ქვევრის” მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

მუსიკალური პროდიუსერი და ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ის რესტორან "ქვევრის" მფლობელიც იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში...

ბოლო 10 დღეში დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს-TI

რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ფაქტობრივად ლახვას ითვალისწინებს,...

ლელომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

ლელო-ძლიერმა საქართველომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი კოალიციის წევრმა, გიორგი სიორიძემ...