მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ინაშვილი ,,რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო კერის გამაგრებას'' აანონსებს

ირმა ინაშვილი ,,რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო კერის გამაგრებას” აანონსებს

Published on

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი  საგარეჯოში ჩატარებული პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგებს  არ აღიარებს და 8 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. როგორც  დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა ,  ღირსეული გამარჯვება სწორედ მან მოიპოვა და მის დათმობას თამარ ხიდაშელისთვის არ აპირებს, ჯერ შედეგებს გაასაჩივრებს და  პერმანენტულ საპროტესტო აქციებსაც დაიწყებს.  

"მე და ჩემი თანამოაზრეები ისევ ვუბრუნდებით რუსთაველის ძეგლს და ისევ ვამაგრებთ საპროტესტო კერას რუსთაველის ძეგლთან. ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ასევე, ვგეგმავთ დიდ აქციას, რომელიც პერმანენტული აქციების დასაწყისი იქნება, ეს იქნება 8 ნოემბერს", – განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, განსხვავება ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა  თამარ ხიდაშელმა ხმების  49.5% მიიღო, ირმა ინაშვილმა 45,8%. მათ შორის სხვაობა დაახოლებით 600 ხმაა. 

 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...