მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი საგარეჯოში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გზავნილების შესახებ

დავით უსუფაშვილი საგარეჯოში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გზავნილების შესახებ

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საგარეჯოში ჩატარებულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს "ფეისბუქით" გამოეხმაურა.

ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიღეთ "ქართულ ოცნებაში:

1. ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია, ამიტომ, მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ, არჩევნებში წარმატებისთვის.

2. "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა, ამიტომ მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ და შესაძლოა ამით დასახული მიმართულებით ქვეყნის განვითარებაც შევაფერხოთ.

3. ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია, ამიტომ მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო "ტესტ-მატჩისთვის" (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის…).

4. ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია, ამიტომ ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები.

5. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით, რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც", – წერს დავით უსუფაშვილი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...