მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკის საელჩოს განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა

ამერიკის საელჩოს განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა

Published on

მიხეილ სააკაშვილი აშს საელჩოს განცხადებას ეხმაურება:  “მივესალმები საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ არ უნდა მოხდეს მედია სივრცის შეზღუდვა, ასევე იმაზე, რომ, განსხვავებით ბევრი პოლიტიკოსისგან, ისინი არ აკეთებენ კომენტირებას “ფსბ”-ს შემოგდებულ “კომპრომატზე”. კიდევ ერთხელ ვადასტურებ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, რომ ჩვენმა მომხრეებმა საკითხები უნდა გადაწყვიტონ დემოკრატიული არჩევნების გზით და არა ხელისუფლების დამხობით. ამავე დროს ყველა მცდელობას ტიტუშკების ან უკანონო გადაწყვეტილების გზით თავისუფალი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას უნდა დახვდეს კარგად ორგანიზებული საპროტესტო ჯგუფი, რომელიც არ დაუშვებს ამ ძალადობრივი აქტის განხორციელებას. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოების აქტიურ წევრებს, ვიყოთ ძალიან ფხიზლად განსაკუთრებით შემდგომ დღეებში, რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს თავისი სანუკვარი გეგმის – მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელში ჩაგდება.

ახლა არაა მოდუნების დრო და, თუ ჩვენი მშვიდობიანი მოძრაობა კარგად ორგანიზებული იქნება, დარწმუნებული ვარ, და ეს რწმენა ყოველ დღე უფრო მიმტკიცდება, რომ ვერც ძალადობრივ სცენარს მოგვახვევს ვინმე თავს და რუსთავი 2-ც იქნება თავისუფალი”.- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...