ჟურნალისტი ელისო კილაძე “საქართველოს ხელისუფლებისთვის დაგებული ხაფანგის” შესახებ

0
479

 „პირველი რადიო'' აქვეყნებს  ჟურნალისტ ელისო კილაძის კომენტარებს სკანდალურ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით.

 “საქართველოს ხელისუფლებისთვის დაგებული ხაფანგი''   ასე აფასებს  ელისო კილაძე ამ ჩანაწერებს, რომლიტაც, მისი თქმით, ით დადასტურდა, რომ გვარამიას უსმენდნენ და აშანტაჟებდნენ. რაც შეეხება, 315-ე მუხლს, რომლითაც საქმეა აღძრული, „ქრონიკა+“-ს მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ამავე მუხლით საქმე ერთხელ უკვე აღიძრა მაშინ, როცა შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ელისო კილაძე, მიმდინარე მოვლენებსა და 2007 წელს, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს შორის პარალელს ავლებს. რაც შეეხება, ჩანაწერებს, კილაძე თვლის, რომ უნდა დადგინდეს მათი წარმომავლობა და თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახერხებენ მოსმენას ქვეყნის უსაფრთხოება მართლა დასაცავია:

„პირველ რიგში მე მეგონა, რომ 315-ე მუხლით საქმე უკვე აღძრული იყო ალექსანდრე ჭიკაიძის დროს- საბურავებზე და მაიდანზე. პირველი შეკითხვა, რომელიც ალბათ უნდა დავსვათ არის, რა შედეგით დასრულდა გამოძიება, ან რა სტადიაზეა ან დაისაჯნენ თუ არა ის პირები, ვინც მაიდანის მოწყობას და საბურავების დაწვას აპირებდნენ. მე მოვისმინე დღეს ლევან იზორიას ბრიფინგი, რომ პრევენციები გავატარეთო და სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რა პრევენციაზეა საუბარი. ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებამ, როგორც გვიმტკიცებს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ჩანაწერებით გაიგო, რომ თურმე საქართველოში გადატრიალება მზადდებოდა, თუ ეს ჩანაწერები მათ ჩაწერეს, შემდეგ მიაწოდეს რუსულ „ფეესბეს“ საიტს, ატვირთეს რომ კვალი არ გამოჩენილიყო და გამოძიება დაიწყეს. ძალიან ბევრი შეკითხვები არსებობს და საუბედუროდ კიდევ უფრო მეტად ირევიან ამ შეკითხვებში იმიტომ, რომ ასევე მოვუსმინე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია და ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება, შეხვედრები გამართულა თურმე დახურუ კარს მიღმა ძალოვანი უწყებების მინისტრებთან. რომელ უსაფრთხოების დაცვაზე ვლაპარაკობთ, ან რა მზადდებოდა, ის, რომ რუსთავი 2-ის დაცვას ფიზიკურად აპირებდნენ ამაზე მოქმედი პირები, მათ შორის ამ ჩანაწერების, პირდაპირ ეთერებშიც ძალიან ხშირად საუბრობდნენ. რა გავიგეთ ამ ჩანაწერებიდან ახალი? მე უფრო სხვა მოსაზრება მაქვს და ეს შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს დღეს მოარული ვერსიებისგან, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები იყო ხაფანგი საქართველოს ხელისუფლებისათვის. ჯერ ერთი, რომ პირდაპირ დადასტურდა რომ ნიკა გვარამიას მიმართ ნამდვილად ადგილი ჰქონდა შანტაჟს, მას ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით და მათ შორის ამ ჩანაწერის გამოქვეყნებითაც. მეორე- დროში ნამდვილად არეულია ეს ყველაფერი, როდის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და როდინდელია ეს ჩანაწერები, თანხვედრა უბრალოდ არ ხდება. შეკითხვები გამოჩნდა მე ძალიან ბევრი. გარდა ამ ჩანაწერებისა, რომ მიშა სააკაშვილი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ უნდა გაემიჯნოს რუსთავი 2-ის პროცესებს და არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესებში, გვარამიას ეუბნებოდა, რომ რკინის ბარიკადები უნდა ააგონ ,,რუსთავი 2“-ის ეზოში, უკაცრავად და 2009 წელს რუსთაველზე დადგმული კარვები რკინის კონსტრუქციები არ იყო? ვერც ხელისუფლებამ დამარწმუნა იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და ბარიკადებსაც ჯერ-ჯერობით რუსთავი 2-ის ეზოში ვერ ვხედავ. ის, რომ არხის დაცვას აპირებდნენ და აღსრულებას სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც კაცმა არ იცის როდის იქნება და იქნება თუ არა, გვარამია ამას ამბობდა, რომ არ დაემორჩილება ამ აღსრულებას და ყველაფერს გამოიყენებს იმისათვის, რომ არხი დაიცვას. ძალიან ბუნდოვანი სცენარია, ეს ძალიან გავს 2007 წლის 315-ე მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ბადრი პატარკაციშვილის და მისი საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ. ეს საქმე 5 წლის განმავლობაში იყო თაროზე შემოდებული პროკურატურაში. მას შემდეგ რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეეწყვიტათ ეს საქმე და საქმე გააგზავნეს სასამართლოში და 2007 წელი იყო ეს, როდესაც პირველად ბრალდებები გაისმა და საქმე აღიძრა, 2015 წელია და ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ჩვენ, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრები შეთქმულები ვიყავით, თუ შეთქმულები არა ვართ და ვალერი გელბახიანიც აცხდებს, რომ აუცილებლად როცა ეს სასამართლო განხილვა დაიწყება ის ნაფიც მსაჯულებს მოუხმობს იმსათვის, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანონ. თუ ეს ბედი ელოდება ამ საქმეს და იგივე რეჟიმში უნდა წავიდეს სრულ სისულელედ მიმაჩნია მე პირადად აღნინული მუხლით საქმის დაწყება. რასაკვირველია, ჩანაწერების წარმომავლობის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად კანონიერად მოხდა ამ ჩანაწერების მოპოვება და ვის მიერ მოხდა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ახერხებენ ჩვენი „ვაიბერის“ მოსმენას, ეს ცალკე კატასტროფაა და მაშინ, მართლა დასაცავია ამ ქვეყნის უსაფრთხოება“,- განაცხადა ელისო კილაძემ „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ კომენტარში

წინა სტატიადღეს საქართველოში ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული იწყება
შემდეგი სტატიაკაპიტანი ფრენის დროს გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური