მთავარისიახლეებისაზოგადოებაცესკო: „შუალედურ არჩევნებზე დაფიქსირებული ყველა მცირე დარღვევა აღმოფხვრილია“

ცესკო: „შუალედურ არჩევნებზე დაფიქსირებული ყველა მცირე დარღვევა აღმოფხვრილია“

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით საპარლამენტო და საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე ამბობს არჩევნებზე ყველა მცირე დარღვევა აღმოფხვრილია.

„მხოლოდ ერთ უბანზე მარტვილში 10 წუთით შეფერხდა ხმის მიცემის პროცედურა, რადგან მარკირების აპარატი დაზიანდა, მაგრამ პრობლემა აღმოიფხვრა. ასევე საგარეჯოს მე-5 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ბიულეტენებისთვის საჭირო კონვერტებს აკლდა ერთი კონვერტი. მოხდა თავიდან გადათვლა და დანაკლისი არ დაფიქსირდა,“ – აცხადებს  მიქელაძე.

საკანონმდებლო ორგანოს შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება, საკრებულოსი კი დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...