მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ გიორგიწმინდაში "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სოფელ გიორგიწმინდაში “პატრიოტთა ალიანსის” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Published on

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, მე-20 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ერთმანეთს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ირმა ინაშვილისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლის თამარ ხიდაშელის მომხრეები დაუპირისპირდნენ. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ინაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განუცხადა, საარჩევნო უბანზე მისული იყო სოფლის გამგებელი გიორგი ჭიაბერაშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე და დაპირისპირება აღნიშნულს მოჰყვა. ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სოფლის მცხოვრებლები საარჩევნო უბანთან არიან შეკრებილები.
"მიმდინარეობს ძალადობა სოფლის გამგებლის მხრიდან. იგი დგას უბანში, აშინებს სოფლის მოსახლეობას და ვერ ვაცილებთ უბნიდან. როცა პროტესტი გამოვხატეთ, მოიყვანა თავისი ზონდერ ჯგუფები და ირმა ინაშვილის მხარდამჭერებს სცემენ", – განაცხადა ირმა ინაშვილის მხარდამჭერმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ სოფლის გამგებელი დაკითხვაზე წაიყვანა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...