მთავარისიახლეებისაზოგადოებაშუალედური არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა

შუალედური არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა

Published on

პარლამენტის შუალედური არჩევნების დასრულებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი ბოლო მონაცემებით, მარტვილის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული ამომრჩევლების – 33.1%-მა (11 084 ამომრჩეველი) მისცა ხმა, ხოლო საგარეჯოში –   28.1%-მა (12 946 ამომრჩეველი). ცნობისათვის – მარტვილის 39 უბანზე 33 500-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.საგარეჯოში –  46 ათასი. 

შეგახსენებთ, მარტვილის მაჟორიტარობისთვის იბრძვიან ეთერ მეძველია პატრიოტთა ალიანსიდან და სოსო დანელია ქართული ოცნებიდან, საგარეჯოში – თამარ ხიდაშელი  (ქართული ოცნება), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია. 

 რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, ამ დროის მდგომარეობით ხობში ამომრჩეველთა   44.4%.- მივიდა არჩევნებზე, დმანისში – 26.7% ვანში – 40.4%.  ორივე არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობით ლიდერობს ხობის რაიონი, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი დმანისშია. ცენტრალური საარჩევნო კომისიიის მიერ 17 საათზე გაკეთებული განცხადებით, არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.  საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 9 საჩივარი, აქედან 6 – მარტვილში, 3 – საგარეჯოში.

 

 

სიახლეები

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი აშშ-ს ელჩი...

ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის დაბრუნებაზე ავღანეთმა უარი თქვა

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი...

შიდა ქართლში 2 კგ-მდე “მეტადონი” და 0,5 კგ “ალფა-პვპ” ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროსი ინფორმაციით, შიდა ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის...

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...