მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული სამოქალაქო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ხუთი ბავშვის ცხედარია ნაპოვნი

რუსული სამოქალაქო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ხუთი ბავშვის ცხედარია ნაპოვნი

Published on

ამ დროისათვის მინიმუმ ხუთი ბავშვის ცხედარია ნაპოვნი სინას ნახევარკუნძულის მთებში რუსული სამოქალაქო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე. – ცნობას ამის შესახებ სააგენტო რეიტერი  ავრცელებს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მომუშავე ადგილობრივ სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით.  როგორც სააგენტოს წყარო იუწყება, თვითმფრინავის კორპუსი ორად არის გახლეჩილი და ორივე ნაწილიდან მხოლოდ ძლიერ დანაწევრებული ნამსხვრევებია დარჩენილი. მაშველებმა მცირე ხნის წინათ ნამსხვევების გროვებიდან რამდენიმე ადამიანის  განწირულ ხმებსაც მოკრეს ყური და ახლა ცდილობენ, როგორმე მიაღწიონ თვითმფრინავის იმ სექტორამდე, სადაც ცოცხლად გადარჩენილთა პოვნას იმედოვნებენ.

შეგახსენებთ, დღეს დილით კიპროსის რაიონში რადარებიდან გაქრა რუსეთის სამოქალაქო ლაინერი Airbus A321  . ეს მოხდა ეგვიპტის აეროპორტიდან მისი აფრენის  23-ე წუთზე. კიპროსის მხარემ ნახევარი საათის განმავლობაში ვერ შეძლო  ზუსტად დაედგინა საიდან მოდიოდა და საით მიემართებოდა გამქრალი თვითმფრინავი, პასუხი ამ კითხვებს მხოლოდ ეგვიპტის აეროპორტის მიერ ატეხილი განგაშის შემდეგ გაეცა. როგორც გაირკვა, თვითმფრინავი, რომელიც ავიაკომპანია ,,კოგალიმავიას’' ეკუთვნოდა,  ასრულებდა რეისს  9268 და შარმ-ეშ-შეიხიდან   სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა  217 მგზავრი, ძირითადად რუსი ტურისტები, და ეკიპაჟი 7 კაცის შემადგენლობით. თვითმფრინავი სინას ნახევარკუნძულის შუაგულში, მთებში  ჩამოვარდა, ელ – ქანთალასა და ელ ლაქსიმის რაიონებს შორის, ქალაქ ელ-ხასნას სიახლოვეს. ადგილზე მისულ მაშველებს თვითმფრინავი ერთიანად დამსხვრეული დახვდათ. ამ დროისათვის ნაპოვნი ცხედრები უახლოეს საავადმყოფოებშია გადასვენებული. 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...