მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა ,,ისლამური სახელმწიფოს'' მებრძოლებმა აიღეს

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა ,,ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა აიღეს

Published on

 სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომ სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედმა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა აიღეს. ოფიციალური განცხადება ამის სესახებ მათ სოციალური ქსელებით გაავრცელეს. 
"ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა პროვინცია სინაიში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს, რომლის ბორტზეც 220 რუსი ჯვაროსანი იმყოფებოდა. მადლობა ღმერთს, ყველა მათგანი მოკლულია", – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, რუსულმა თვითმფრინავმა კატასტროფა სინაის ნახევარკუნძულის იმ რაიონში განიცადა, სადაც შეიარაღებული მებრძოლები აქტიურობენ.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი საზენიტო რაკეტით არის  ჩამოგდებული. ისლამური სახელმწიფოს სახელით გაკეთებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი  გამოითქმის ბი–ბი–სიზე და სხვა მედიასაშუალებებში. ეჭვის საფუძველია ის, რომ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ისლამისტების განცხადებაზეა დართული როგორც  თვითმფრინავის ვარდნის ამსახველი მასალა, რუსეთი ნაყალბევად აცხადებს და თვლის, რომ  მასზე სულ სხვა თვითმფრინავის კატასტროფაა ასახული და 2003 წლით თარიღდება.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის კატასტროფის ადგილზე 100–ზე მეტი  ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მათი უმრავლესობა ბავშვია, რუსეთის სატრანსპორტო სამინისტრო აქვეყნებს მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა სიას. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.  უკვე ნაპოვნია ,,შავი ყუთი''. პასუხს კითხვებზე სავარაუდოდ მისი გაშიფვრა გასცემს. 

 

 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...