მთავარისიახლეებისაზოგადოებარომან გოცირიძე: როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ...

რომან გოცირიძე: როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა ფიზიკურად დაიცვას უფლებები

Published on

რომან გოცირიძემ ტელეკომპანია ,,ტაბულას'' გადაცემაში ,,თეორემა’’ რუსთავი 2–ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესისა და  ფარული აუდიოჩანაწერების  ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას განაცხადა:  ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს აი ასეთი, ძალიან ცნობილი, ქმედითი და ეფექტური ტელევიზიის მოხრჩობა. რუსთავი 2 იყო ძალიან დიდი დარტყმა ხელისუფლების იმიჯისათვის და ქვეყანაში ბიზნესგარემოსათვის. ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა… ყველგან ვიდექი,სადაც სინდისი მკარნახობდა. აუცილებლად დავდგები რუსთავი 2-თან,თუკი სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა ფიზიკურად დაიცვას. დავდგები, კი ბატონო, შემოვა სპეცნაზი, მეც მომხვდება და ამას ექნება განცდა.

 მცირე თუ დიდი ბიზნესი, ისიც გულშემატკივრობს, რომ ქვეყანაში ობიექტური ინფორმაცია იყოს, რომელიც ბიზნესის მთავარი წყაროა, ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია გაცვლა, შეუძლებელია ნორმალური ფასების ჩამოყალიბება და შეუძლებელია საკუთარი უფლებების დაცვა და თუ შენ გექნება განცდა, რომ სასამართლო ხვალ ჩამოგართმევს ქონებას და თუ მან შეძლო ასეთი უზარმაზარი კომპანიის გაკოტრება, როგორიც რუსთავი 2-ია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცავს შიგნით თუ გარეთ, ნებისმიერს მოერევა ის. სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა არის ბიზნესის პირველი მტერი  

 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...