მთავარისიახლეებისაზოგადოებარომან გოცირიძე: როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ...

რომან გოცირიძე: როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა ფიზიკურად დაიცვას უფლებები.

Published on

 რომან გოცირიძემ ტელეკომპანია ,,ტაბულას'' გადაცემაში ,,თეორემა’’ რუსთავი 2–ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესისა და  ფარული აუდიოჩანაწერების  ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას განაცხადა: “ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს აი ასეთი, ძალიან ცნობილი, ქმედითი და ეფექტური ტელევიზიის მოხრჩობა. რუსთავი 2 იყო ძალიან დიდი დარტყმა ხელისუფლების იმიჯისათვის და ქვეყანაში ბიზნესგარემოსათვის. ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა… ყველგან ვიდექი,სადაც სინდისი მკარნახობდა. აუცილებლად დავდგები რუსთავი 2-თან, თუკი სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა ფიზიკურად დაიცვას. დავდგები, კი ბატონო, შემოვა სპეცნაზი, მეც მომხვდება და ამას ექნება განცდა.

 მცირე თუ დიდი ბიზნესი, ისიც გულშემატკივრობს, რომ ქვეყანაში ობიექტური ინფორმაცია იყოს, რომელიც ბიზნესის მთავარი წყაროა, ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია გაცვლა, შეუძლებელია ნორმალური ფასების ჩამოყალიბება და შეუძლებელია საკუთარი უფლებების დაცვა და თუ შენ გექნება განცდა, რომ სასამართლო ხვალ ჩამოგართმევს ქონებას და თუ მან შეძლო ასეთი უზარმაზარი კომპანიის გაკოტრება, როგორიც რუსთავი 2-ია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცავს შიგნით თუ გარეთ, ნებისმიერს მოერევა ის. სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა არის ბიზნესის პირველი მტერი ”

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...