მთავარისიახლეებიკულტურაქუთაისური სპექტაკლი ზუგდიდში

ქუთაისური სპექტაკლი ზუგდიდში

Published on

 "ოქროს წიწილა" – ასე ქვია  მიუზიკლს, რომელიც ზუგდიდის თეატრში  ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა წარმოადგინა. ეს ფერადოვანი, სიკეთით სავსე სპექტაკლი დადგმულია ვლადიმერ ორლოვის საქართველოში მეტად პოპუარული პიესის მიხედვით, რომელიც თოჯინებზეა გათვლილი, მაგრამ ქუთაისის თეატრმა დრამატული მსახიობების შესრულებით  წარმოადგინა. მაყურებელმა გულთბილად და დიდი ინტერესით მიიღო სპექტაკლი, პოზიტიური ემოციები მნიშვნელოვანწილად განაპირობა  სპექტაკლში ჩართულმა ინტერაქტიულმა ელემენტებმა, რამაც დარბაზში მყოფთ მისცა საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ სცენაზე მმდინარე მოქმედებაში. 

,,ჩვენ ზუგდიდში ჩამოვედით ძალიან კეთილი სპექტაკლით, რომელიც მეგობრობაზე, სიყვარულზე მოუთხრობს პატარა  მაყურებელს და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ ამ სპექტაკლით ჩვენს თერებს  შორის შედგა შემოქმედებითი თანამშრომლობა, რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს – ამბობს ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.  

 

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...