მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის კანდიდატურას ხსნის.

კახი კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის კანდიდატურას ხსნის.

Published on

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა და მისი გამართულად ფუნქციონირება ქვეყნის სტაბილურობის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ხელისუფლების მიდგომის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.
 
საქართველოს ახალ ხელისუფლებას სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით, უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალიან დიდი შრომა იყო გასაწევი. ახალმა ხელისუფლებამ მთავარი აქცენტი ადამიანის უფლებებისა და პიროვნების ღირსების დაცვაზე გააკეთა და ბოლო სამი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში უპრეცედენტო რეფორმები გატარდა. ჩვენი გუნდისთვის უპირატესი ადამიანია, ხოლო კანონი _ უზენაესი. რეფორმის ქვაკუთხედი კი, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრაა, რაც უკვე დადებითად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან. ეს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდაში გამოიხატება. ყოველივე ამასთან ერთად, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
 
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ამ პროცესში სასჯელაღსრულების სამინისტროში გატარდა უამრავი ცვლილება, დაინერგა სიახლეები და სამომავლოდ დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, რომელთა ძირითადი მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე, მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, დანაშაულის პრევენციაზე და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნებაზე იქნება ორიენტირებული.
 
სასჯელაღსრულების სამინისტრო ახლა თავისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. სამინისტროს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ჯერ კიდევ დარჩენილი პრობლემების გადაჭრის პროცესი აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც ჩემს პირად პასუხისმგებლობად მიმაჩნია. ამიტომაც გადავწყვიტე, უარი ვთქვა მთავარი პროკურორობის კანდიდატობაზე და მოვხსნა საკუთარი კანდიდატურა. ამასთანავე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს. უღრმესი მადლობა, ყველა მოქალაქეს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და საზოგადოების იმ თითოეულ წევრს, რომლებმაც ბოლო დღეებში ჩემს, როგორც პიროვნებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ დადებითი შეფასებები გამოთქვეს. მათი მსგავსი თბილი დამოკიდებულება და შეფასება, ჩემთვის დამატებითი სტიმული და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს", _ ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი აშშ-ს ელჩი...

ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის დაბრუნებაზე ავღანეთმა უარი თქვა

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი...