მთავარისიახლეებისაზოგადოებაადა მარშანია მარტვილში ხატით ხელში დადის

ადა მარშანია მარტვილში ხატით ხელში დადის

Published on

 პატრიოტთა ალიანსის’’ ერთერთმა ლიდერმა და საარჩევნო  შტაბის ხელმძღვანელმა მარტვილში ადა მარშანიამ დღეს დილით გზა სასტუმროდან, სადაც იგი დაბინავდა,  საარჩევნო შტაბამდე ხატით ხელში გაიარა. როგორც იგი აცხადებს, ეს  საარჩევნო შტაბის წევრების თხოვნით გააკეთა.

ადა მარშანიას ყველა მცდელობის მიუხედავად, არჩევნების შედეგები კარგს არაფერს უქადის ეთერ მეძველიას, რომელიც   მარტვილში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში  პატრიოტთა ალიანსის მიერ არის კანდიდატად წარდგენილი – მისი  საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებული ცნობით, საარჩევნო პროცესი მარტვილში დარღვევებით მიმდინარეობს და ყველა რესურსი ,,ქართული ოცების ''კანდიდატის სოსო დანელიას სასარგებლოდ არის ამოქმედებული. ალიანსის შტაბი აცხადებს, რომ ხმის მისაცემად ხალხი ჩხოროწყუდან ჩამოიყვანეს და ადგილზეც ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება გარკვეული თანხის შეთავაზებით. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში კატეგორიულად უარყოფენ ამ ბრალდებებს და ადა მარშანიასა და მისი თანაპარტიელებისგან მსგავსი ფაქტების დაკონკრეტებას  მოითხოვენ .  

 

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...