მთავარისიახლეებიპოლიტიკასუს -ი ნიკა გვარამიას,მიხელ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას დაკითხვას აპირებს

სუს -ი ნიკა გვარამიას,მიხელ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას დაკითხვას აპირებს

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ მედიააში გავრცელებული ფარული საუბრების წარმომავლობასა და აუთენტურობას დაადგენენ. იზორიას თქმით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უკვე 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს  შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. იზორიას თქმით, გამოძიების ფარგლებში შსს-თან თანაშმრომლობით უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები: "მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობის და აუთენტურობის დადგენა, დაიკითხება საუბრის მონაწილე ყველა პირი", – განაცხადა იზორიამ. მისივე თქმით, სუს-მა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს დახმარების მიზნით. გუშინ გავრცელდა უკრაინულ საიტზე ფარული საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას შორის, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ისთვის ბრძოლის გეგმას, მათ შორის, ბარიკადებისა და "ბოევიკების" გამოყენებით. გვარამიამ და ბოკერიამ გუშინვე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ფარული ჩანაწერები ნამდვილია.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...