მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი 2" დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი

“რუსთავი 2” დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი

Published on

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია შესაძლოა რამდენიმე  ჟურნალისტმა დატოვოს.

,, .ჩანაწერების ავტორებს და სულისჩამდგმელებს იმედები უნდა გავუცრუო – "რუსთავი 2" დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია, ამისთვის შეგვიძლია მადლობაც გადაგიხადოთ'' , – ამის შესახებ  მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა. 

მისი თქმით, , გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა ვერც უშუალოდ ნიკა გვარამია დააზარალა .

"ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იყო სასამართლო, რომელსაც, პრაქტიკულად, სახე დაკარგული აქვს და ეს ჩვენმა პროცესებმა აჩვენა. თუმცა, ბოლო დღეებში ახალი იარაღი გამოჩნდა და ეს არის შანტაჟი. "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოებით, შემდეგ ვიდეო და აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და ეს მუქარა გუშინ ხელისუფლებამ ნაწილობრივ აღასრულა. მემგონი ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი იმაში, რომ შანტაჟს ჰქონდა ადგილი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ამ შანტაჟის მთავარი მიზანი ორი რამ იყო. პირველი: დაეზარალებინათ თავად ნიკა გვარამია და მეორე: შეეტანათ განხეთქილება "რუსთავი 2"-ში. მე მინდა ამ ჩანაწერების ავტორებს და სულისჩამდგმელებს ვუთხრა და გავუცრუო იმედები – ამ ჩანაწერებით ნიკა გვარამია ვერაფრით ვერ დაზარალდება, ისევე როგორც "რუსთავი 2" დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია. ამისთვის შეგვიძლია მადლობაც გადაგიხადოთ", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილის შეფასებით,სასწორზე დგას არა "რუსთავი 2"-ის კომფორტი და მისი კეთილდღეობა, არამედ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში.
"ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ეს არის, ჩვენ გვინდა შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა. მეტს არაფერს ვითხოვთ. 
ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას, ვინაიდან სასწორზე ახლა დგას არა "რუსთავი 2"-ის კომფორტი და მისი კეთილდღეობა, არამედ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში", – აღნიშნა უდუმაშვილმა და ხელისუფლებას მიმართა, მათი თვალთვალისა და შანტაჟის ნაცვლად ჯობია იფიქრონ იმაზე, თუ საით მიჰყავთ ქვეყანა.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...