მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსმა მესაზღვრეებმა თაგილონში რეპორტაჟის გადასაღებად ჩასული ჟურნალისტები დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა თაგილონში რეპორტაჟის გადასაღებად ჩასული ჟურნალისტები დააკავეს

Published on

 რუსმა  მესაზღვრეებმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამეგრელოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან სოფელ თაგილონში რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩასული სამი ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულები საინფორმაციო სააგენტო sukhum-moscow.ru – ს ჟურნალისტები არიან. როგორც ამ ფაქტის თვითმხილველები – გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებლები აცხადებენ,  რუსმა მესაზღვრეებმა ისინი  ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და ერთ საათზე მეტხანს ამყოფეს  რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ადგილობრივებმა დაკავებულთა შორის სოხუმელი ჟურნალისტი მანანა გოგოხია შეიცნეს. ამ დროისათვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

 

  

 

.

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს...

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია. თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების...

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა  ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით...

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...