მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე?

რა ხდება რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე?

Published on

რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სხდომაზე დაშვების შესახებ. მოსამართლის თქმით, გვარამია უკვე დაკითხულია და მისი ჩვენება ვერაფერ ახალს ვერ შეიტანს საქმეში.

ამ წუთებში რუთავი ორის ადვოკატები კიდევ ერთ შუამდგომლობას აყენებენ. ისინი სხდომის ორშაბათისთვის გადადებას ითხოვენ. მათი თქმით, გუშინ ექსპერტის დაკითხვის ოქმის გასაცნობად გონივრული ვადა ითხოვეს, მოსამართლემ კი, სხდომის დღეისთვის ჩანიშვნით, შუამდგომლობა ფორმალურად დააკმაყოფილა. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ ოქმის გასაცნობად მათ დრო არ ეყოთ. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სასამართლო დარბაზიდან 19 ოქტომბრი სხდომაზე გააძევა.მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გვარამიას რეპლიკის – "ბათუმში ჩააბარეთ გამოცდა, სრულიად გასაგებია, როგორც ჩააბარეთ. არაფერი თქვენ არ იცით" – შემდეგ მიიღო. ურთმელიძის შეფასებით, გვარამიამ სასამართლო შეურაცხყო. მან მომდევნო სხდომებზე გვარამია აღარ დაუშვა და განმარტა, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საქმის დასრულებამდე გაძევებულად ითვლება.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...