მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამიას არ სჯერა ღარიბაშვილის დაპირებისა, რომ დაიცავს მათ უსაფრთხოებას : პრემიერი...

ნიკა გვარამიას არ სჯერა ღარიბაშვილის დაპირებისა, რომ დაიცავს მათ უსაფრთხოებას : პრემიერი არათანმიმდევრულია თავის დაპირებებში და ხშირად ცრუობს – აცხადებს იგი.

Published on

„ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენს კომპანიას, ჩვენი სიტყვის თავისუფლებას და ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსულ მოქალაქეებზე“, – ეს განცხადება ნიკა გვარამიამ პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ გააკეთა.

 

ნიკა გვარამიას განცხადებით, პრემიერმინისტრის დაპირების მიუხედავად, რომ დაცული იქნება მათი უსაფრთხოება, მას ამ დაპირების არ სჯერა, „რადგან პრემიერი არათანმიმდევრულია თავის დაპირებებში და ის ხშირად ცრუობს“.

 

ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ მოქალაქეების შეკრება „რუსთავი-2“-ის ოფისში პროვოკაციისთვის იყოს გამოყენებული. „არ გამოვრიცხავთ, რომ პროვოკატორები ჩვენს შორისაც არიან“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ „რუსთავი-2“ აღარ მოუწოდებს მოქალაქეებს მის დასაცავად შეკრებისკენ. 

 

ნიკა გვარამიას განცხადებით, "იმ შემთხვევაში, თუ მე ვრჩები დღეს საგამოძიებო უწყებაში (ყოფილა შემთხვევა, რომ შევსულვარ და ვერ გამოვსულვარ), ჩემს მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, ოღონდ, ნურავის ეგონება, რომ ჩემი გასვლით და ზალიკოს დარჩენით რაიმე შეიცვლება. ხელისუფლებას არაფერი გამოუვა, "რუსთავი-2" ჩვენია. 

სიახლეები

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...

ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი...

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...