მთავარისიახლეებისაზოგადოებანაცნობი სცენარი: ,,რია ნოვსტის'' ყოფილი მთავარი დირექტორი თავისი გადაგომის მიზეზებზე ალაპარაკდა

ნაცნობი სცენარი: ,,რია ნოვსტის” ყოფილი მთავარი დირექტორი თავისი გადაგომის მიზეზებზე ალაპარაკდა

Published on

,,რია ნოვოსტის'' ყოფილი მთავარი რედაქტორი  სვეტლანა მირონიუკი, რომელიც 2013 წელს აიძულეს გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან, ,,ფორბსისათვის'' მიცემულ ინტერვიუში  თავისი გადადგომის მიზეზებზე ლაპარაკობს. ,,ამ საქმის ინიციატორები ჰოლდინგ ,,გაზპრომის'' მაშინდელი ხელმძღვანელი მიხეილ ლესინი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსეი გრომოვი იყვნენ.  სწორედ ამ პირებთან ვერ შევთანხდით  იმაზე, თუ რაში მდგომარეობს  ,,სახელმწიფო ინტერესები'' მედიასაშუალებებთან მიმართებაში.  – აცხადებს მარინიუკი.

იგი განმარტავს, რომ მისი აზრით სახელმწიფომ უფრო მკაფიოდ უნდა იცოდეს რა სჭირდება საზოგადოებას და რა ენაზე უნდა ელაპარაკოს მას საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს რა ხდება ქვეყანაში , ისინი კი თვლიდნენ, რომ ეს სახელმწიფომ უკეთ იცის. მისი თქმით უთანხმოებამ და განსხვავებამ ამ ხედვებში დირექტორის პოსტიდან მის გადადგომამდე ორი წლით ადრე იჩინა თავი და სულ უფრო ღრმავდებოდა. 

მირონიუკმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ჯერ კიდევ ,,რია ნოვოსტიში" მუშაობის დროს, 2012 წელს მან გააგრძელა სწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტში და საკმაოდ დიდი წარმატებითაც, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გააფრთხილეს, რომ  ,,თავი უნდა ანებოს ამ სისულელეებს და სწავლა შეწყვიტოს". მე პირდაპირ მითხრეს, რომ სახელმწიფო მედიასაშუალების ისეთი მაღალი რანგის წარმომადგენელს, როგორიც მე ვარ, არ ჭირდება ამერიკაში სიარული ( თუმცა კამპუსი ნაწილობრივ აშშ – ში, ნაწილობრივ ინგლისში მქონდა).- ამბობს მარინიუკი, მისი თქმით,  სწავლის გაგრძელება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ,,რიანოვოსტის'' დირექტორის პოსტიდან გადადგა.  

წყარო Forbes, 30 ოქტომბერი, 2015

 



 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...