მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: ჩვენი ბრძოლა არის კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში

დავით ბაქრაძე: ჩვენი ბრძოლა არის კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში

Published on

 საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით აცხადებს, რომ პარტია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და რ2-ის დასაცავად და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ კონსტიტუციური მეთოდებით აპირებს.

 ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებული შეტევაა. 

„მინდა პარტიის სახელით გამოვეხმაურო ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბულობა, რატომ ვიმყოფებით კრიზისში? პასუხი არის ერთადერთი და მარტივი, ყველაფერი ხდება იმიტომ , რომ მთავრობა ცდილობს ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2" , იმიტომ რომ მთავრობა მოსამართლის და ხალვაშის ხელით ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. სიტუაციის განმუხტვა სწორედ ამ პროცესების შეჩერებით არის შესაძლებელი. მეორე, მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო, ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას.  ჩვენი ბრძოლა არის კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-მდე ოფისი დაარბიეს რეგიონებში, არცერთ ჩვენს აქტივისტს საპირისპირო ნაბიჯი არ გადაუდგამს, იმიტომ , რომ ჩვენ ვიბრძვით კანონიერების ფარგლებში და ჩვენი ამოცანაა ეს ხელისუფლება კონსტიტუციურად და მშვიდობიანად გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე და დამდგარ ეკონომიკაზე. ამას ყველაფერ უპირისპირდება მთავრობა , რომელსაც სურს , რომ ყველაფერი გადაიტანოს დაპირისპირების პრიზმაში. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ ვიბრძოლებთ კონსტიტუციურად, ვიბრძოლებთ ბოლომდე სიტყვის თავისუფლებისთვის, "რუსთავი 2"-ის თავისუფლებისთვის. მინდა მივმართო "რუსთავი ორის" ჟურნალისტებს, ამ დღეების განმავლობაში თქვენ კიდევ ერათხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის გუნდი. ამიტომ ჩვენი ერთობლივი ბრძოლა არ დგას იმაზე, რომ ვინმე ვინმეს თანამებრძოლად განიხილავს. მე მოვდივარ და მოვალ რ2-ის ეზოსთან არ იმიტომ, რომ ენმ-ს წევრი ვარ, არამედ იმიტომ რომ მე ვარ ამ საზოგადოების წევრი და ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველო არ დაინახონ მხოლოდ 2030-ის ობიექტივიდან. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ჩემი უღრმესი პატივისცემა რ2-ის ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ყოველგვარი ძალადობისგან გამიჯვნით, ჩვენ კონსტიტუციურად გავაგრძელებთ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის. ეს ხაზი კი "რუსთავი2"-ის დაცვაზე გადის და ქართულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სიახლეები

ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი...

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი აშშ-ს ელჩი...