მთავარისიახლეებისაზოგადოებასოხუმში ერევნის საერთაშორისო ტურნირიდან აფხაზი სპორტსმენების მოხსნას ეხმაურებიან

სოხუმში ერევნის საერთაშორისო ტურნირიდან აფხაზი სპორტსმენების მოხსნას ეხმაურებიან

Published on

,,საქართველო ყველა გზით ცდილობს, შეზღუდოს აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებში, რაც ადასტურებს აფხაზი ერის იზოლაციისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას"- ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც იგი   ერევანში  21-23 ოქტომბერს ჩატარებული თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირიდან  აფხაზი სპორტსმენების მოხსნას ეხმაურება.

ე.წ. საგარეო უწყების მტკიცებით, შეჯიბრში მონაწილეობა სპორტსმენებს სომხეთში საქართველოს საელჩოს ჩარევის გამო აუკრძალეს.
"ღრმა მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი სომხეთში მოხდა – ქვეყანაში, რომელსაც აფხაზეთი მეგობრულ სახელმწიფოდ განიხილავს იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში დიდი სომხური დიასპორაა, მთიან ყარაბაღის რესპუბლიკასთან კი, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. სომხეთის ხელისუფლების და ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილება რთული გასამართლებელია", – აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ე.წ. უწყება აცხადებს, რომ აფხაზეთის დელეგაცია ერევანში მომხდარ ფაქტზე მიმდინარე წლის დეკემბერში  დაგეგმილ ჟენევის დოსკუსიის მორიგ რაუნდზე ისაუბრებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ ე.წ. აფხაზეთის პარლა,მერნტის სომეხი ეროვნების დეპუტატებიც – ვაგარშაკ კოსიანი, რობერტ აილიანი და ლევონ გალუსტიანი.  

,,გასაგებია,  რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის დილომატიური ურთიერთობები, მაგრამ სომხეთის მხარეს, როგორც ტურნირის ორგანიზატორს, არ ჰქონდა უფლება დავიევიწყებინა ჩვენს ხალხებს შორის ოდინდელი მეგობრული კავშირები. მცდელობებს არ დაეშვათ აფხაზი სპორტსმენები და შემოქმედებითი ჯგუფები საერთაშორისო შეჯიბრებებსადა კონკურსებზე სხვა ქვეყნებიის მხრიდანაც ჰქონია ადგილი, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მტკივნეულად განვიცდით ამ უკანასკნელ ფაქტს,  რადგან მას მოძმე სომხეთის ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. გამოვთქვამთ იმედს რომ ჩვენი ძმები – სომხები მომავალში მეტ ტოლერანტობასა და  მიუკერძოებლობას გამოიჩენენ  – ნათქვამია განცხადებაში

 

 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...