მთავარისიახლეებისაზოგადოებასატელევიზიო არხების გათიშვასთან დაკავშირებით სტერეო+ განცხადებას ავრცელებს

სატელევიზიო არხების გათიშვასთან დაკავშირებით სტერეო+ განცხადებას ავრცელებს

Published on

რუსთავი 2-ის მაუწყებლობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაითიშა გუშინ საღამოს საკაბელო არხებზე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიზეზი კომპანია სტერეო +-ის ციფრული მაუწყებლობის ქსელში შექმნილი ტექნიკური პრობლემა იყო. ამის გამო გაითიშა ის საკაბელოებიც, რომლებსაც აღებული აქვთ სიგნალი ეთერიდან, თბილისსა და რეგიონებში. მაუწყებლობა რამდენიმე წუთში განახლდა, მაგრამ არასრულფასოვნად. ამასთან, მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ რუსთავი 2 -ის ნაცვლად GDS ჩაირთო. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ურჩევს მაყურებლებს გადატვირთონ სეტბოქსები და თავიდან მოძებნონ არხები. რის შემდეგაც უნდა გამოსწორდეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ სტეროს +-ს ან იმ საკაბელოებს დაუკავშირდნენ, ვისგანაც იღებენ მაუწყებლობას. 
აღნიშნულთან დაკავშირებით სტერეო+ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სატელევიზიო არხების გათიშვა წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი იყო. ამასთან "სტერეო+"-ის განცხადებაში წერია, რომ, გუშინ, 20:22 საათზე, 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ პირველად, მოხდა "სტერეო+"-ის სათავო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე სარეზერვო სერვერმა აიღო. "მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, მოხდა სატელევიზიო არხების გათიშვა. გადატვირთვის დრომ შეადგინა 76 წამი, რის შემდგომაც სისტემის ფუნქციონირება აღდგა. ამ მოვლენამ გამოიწვია სხვადასხვა ტიპის მიმღებ მოწყობილობებში განსხვავებული ეფექტი დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ეს იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი. მსგავსი მოვლენის შემთხვევაში ეფექტის დროის შესამცირებლად სასურველია მიმღები მოწყობილობის ოპერატიული გადატვირთვა. კომპანია წუხს მაყურებლისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის", – ნათქვამია "სტერეო+"-ის განცხადებაში. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...