მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ განახლდა

სასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ განახლდა

Published on

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.

 სხდომა მხარეთა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.

დღესვე დაიკითხება მოსარჩელე მხარის ექსპერტი.

ჯერ უცნობია დღეს ამოიწურება თუ არა პროცედურები და გადავა თუ არა პროცესი გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე.

 სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ტელეკომპანიის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისევე, როგორც წინა პროცესებზე, სასამართლოს შენობასთან და რუსთავი 2-ის სათაო ოფისთან იკრიბებიან. მათ შორის არიან ზუგდიდან ჩასული მხარდამჭერებიც.

თავისუფალი სიტყვის დასაცავად სტუდენტების მიერ თბილისში წამოწყებულ კამპანიას ქუთაისელი ახალგაზრდებიც უერთდებიან.

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს დილიდან დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას.

შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება თბილისშიც. მათი თქმით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აუცილებლად მიაჩნიათ, გამოხატონ პოზიცია მედიასივრცეში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სტუდენტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ფორმით მედიის შეზღუდვისაგან

 

 

სიახლეები

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი ნანა სანდერისა და ანასტასია...

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

"რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა" - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს...

თაკო გვილიას სიტყვა “ფარჩაკის” გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას სიტყვა "ფარჩაკის" გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგიდიდს...

საგამოძიებო სამსახური – ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გუგა თავბერიძის განმარტებით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა...