მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი ბათლომე შელია გამოეხმაურა

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი ბათლომე შელია გამოეხმაურა

Published on

გუშინ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას მიერ გავრცელებულ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბათლომე შელია სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ვაშინგტონში იყავით, მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრში და ჩამოსვლისთანავე ისეთი განცხადება გააკეთეთ, საბჭოთა იმპერიის ოცდაათიანების რეგიონალურ იდეოლოგებს შეშურდებოდათ. ნეტა ვაშინგტონში თუ განაცხადეთ, რომ იმავე ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, რომელმაც უზრუნველყო თქვენი იქ ვიზიტი, საქართველოში რეიტინგით პირველ ადგილზე მყოფ პოლიტიკურ პარტიას არსებობის უფლება არააქვს?!
„უწმინდურ წიაღში აღმოცენებულები“-ზე მე კომენტარს არ გავაკეთებ… თქვენს სინდისზე იყოს ამ სიტყვებით იმ ადამიანების მოხსენიება, რომლებთანაც წარსულში ათეულობით წლების ადამიანური და დღეს საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. როგორი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიციაც არ უნდა გქონდეთ მომავალში, ვერც ვერადროს გაექცევით ამ ურთიერთობებს, სანამ ცოცხალი ხართ…!!!
ჩვენ წინა ხელისუფლების ის ნაწილი ვართ, ვინც აშენებდა და ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ იმ ნაწილთან არჩიეთ "მეგობრობა", ვინც ეს საზიზღრობა ჩაიდინა, გადაიღო და თქვენ გადმოგცათ…!!! – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბათლომე შელია.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ე.წ "კასრების კადრებთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მერაბ ქვარაიას განცხადებით, ყველამ კარგად იცოდა თუ რა ხდებოდა ციხის შეგნით და ციხის გარეთ. "თავად დისკრედიტირებულ და უკიდურესობამდე „დევალვირებულ“ „ნაც.მოძრაობას“ ერთადერთი გზა დარჩენია იმისთვის, რომ ზოგადად გადარჩეს, როგორც პოლიტიკური სუბიექტი: თვითაღიარების და საკუთარი პოლიტიკური წარსულის გასამართლების გზა, რასაც ის გასაგები მიზეზების გამო ვერასოდეს გააკეთებს. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ჩვენს თავს დატრიალდა. მით უფრო, რომ სამწუხაროდ დღესაც არიან „უწმინდურ წიაღში აღმოცენებულები“, რომლებიც მზად არიან იგივე და უარესი დაატრიალონ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. მადლობა ღმერთს, ამის ალბათობა ნულის ტოლია" – წერია საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატისა...

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა,...

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი...