რატომ გახდა მისაღები ხალვაშის ერთადერთი მოწმე ივანაშვილი მათთვის, ვინც მას ხელისუფლებაში მოსვლამდე ,,ზონდერ ექსპერტად” მოიხსენიებდა?

0
479

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დღევანდელ პროცესზე ქიბარ ხალვაშის ერთადერთი მოწმე სამხარაულის ბიუროს ექსპერტი შალვა ივანაშვილი დაიკითხა. შეკითხვები ეხებოდა მის დასკვნას იმის შესახებ, თუ   თუ რა ოდენობას შეადგენდა „რუსთავი 2“-ის ქონება 2006 წლის მდგომარეობით, როცა იგი ქიბარ ხალვაშმა გაყიდა.  მისი თქმით, მან  დასკვნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას მიმართვის საფუძველზე დადო იმ დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც დამკვეთმა წარმუდგინა.ექსპერტმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ, როცა ექსპერტიზას ატარებდა,   დოკუმენტების სანდოობით არ დაინტერესებულა, მან აღნიშნა, რომ მის მიერ  მოთხოვნილი რვა სახის დოკუმენტის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატებმა მხოლოდ ორი მიუტანეს. გაირკვა აგრეთვე, რომ მან დასკვნა ერთ დღეში გააკეთა, მიუხედვად იმისა, რომ საამისოდ ათი დრე შეეძლო გამოეყენებინა. 

დღევანდელ პროცესზე რუსთავი 2 – ის ადვოკატებმა ივანაშვილს დაუსვეს კითხვა  მისი როლზე ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში , თუმცა მოსამართლე ურთმელიძემ მოხსნა ეს შეკითხვა, მისი განმარტებით, ,, პოლიტიკური ხასიათის გამო''.

 როგორც ირკვევა, შალვა ივანაშვილს წინა ხელისუფლების დროს ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავირებული ორი სკანდალური საქმის ექსპერტიზა აქვს გაკეთებული, კერძოდ, იგი მოსახლეობისათვის ,,გლობალ ტვ-ს'' ანტენების დამონტაჟების საქმეში ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყო და ამ საკითხთან დაკავშირებულ სასამათლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი სწორედ მის დაკითხვას ითხოვდა ამ  ჯგუფის მიერ დადებული დასკვნის სისწორესა და სანდოობაში არსებული ეჭვების გამო. იმავე 2012 წელს მაინდელმა ოპოზიციამ სადაოდ მიიჩნია ივანაშვილისა და კიდევ ერთი ექსპერტის ჩადუნელის დასკვნები ,,ქართუ ჯგუფის" წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, რომელთა საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმები უნდა გადაეხადათ.მედიაში  ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციაში ყოფნისას შალვა ივანაშვილს ,,ზონდერ- ექსპერტად'' იხსენიებდნენ.  რატომ შეცვალეს მათ ეს შეფასებები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძლება აიხსნას მისი წარმატებული პორტირებით ივანიშვილისათვის მისაღები ექსპერტების გუნდში. მით უფრო, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ,,გლობალ ტვ'' – სთან და ,,ქართუ ჯგუფთან'' დაკავშირებული საქმების ძიებაში მივანაშვილის სახელი აღარ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, ექსპერტის დაკითხვის შუამდგომლობა მოამართლესთან რუსთავი 2 – ის ადვოკატებმა დააყენეს, რასაც ეწინააღმდეგებოდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია იმ მოსაზრებით, რომ ექსპერტის პოზიცია დსკვანაშია გამოხატული და მისი დაკითხვა მხოლოდ დროის გაჭიანურების სურვილით არის მოთხოვნილი. როგორც ირკვევა ამ წინააღმდეგობის ნამდვილი მიზეზი იმ ფაქტების გამომზეურების თავიდან აცილების ცდაა, რომელიც ექსპერტის ,,პორტირებას'' უკავშირდება.

 

 

 

წინა სტატიალარის დევალვაცია და საბანკო სესხები
შემდეგი სტატიამეორე სკოლის წინ არსებული მიწის ნაკვეთი აუქციონზე არ გაიყიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური