მთავარისიახლეებიეკონომიკამსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში 9 პოზიციით ჩამოქვეითდა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში 9 პოზიციით ჩამოქვეითდა

Published on

მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა და 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

შარშანდელი რეიტინგით ქვეყანა მე-15 ადგილზე იყო. ბიზნეს რეფორმების კუთხით 2014- 2015 წლებში მსოფლიო ბანკი ორ ძირითად მიმართულებას გამოყოფს: ეს არის მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება და კონტრაქტების გაფორმების პროცესში ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომელიც ადვოკატებს საშუალებას აძლევს ელექტრონულად დაადასტურონ მოთხოვნები.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოს კიდევ აქვს სამუშაო, განსაკუთრებით მცირე სააქციო წილის მქონე ინვესტორების დაცვის კუთხით. საერთო ჯამში კი მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ბოლო 12 წლის განმავლობაში ბიზნესის კეთების კუთხით მნიშვნელოვნად განვითარდა.

 

სიახლეები

პაპუაშვილი- საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო...

ბოლო 5 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 29 ადამიანი დააკავეს

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 5 დღეში რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მიზეზით...

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე "კახა ზუგდიდსკი" საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა  როგორც...

ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს და მისი წარმომადგენლები,...