მთავარისიახლეებიეკონომიკალარის დევალვაცია და საბანკო სესხები

ლარის დევალვაცია და საბანკო სესხები

Published on

ეროვნული ვალუტის გაუფასურება  სულ უფრო  მძიმედ  აისახება მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც საბანკო სესხები დოლარში აქვთ  აღებული ან აუცილებლობა აიძულებს ახლა  აიღონ. 

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები კიდევ უფრო გაძვირდა –  ფიზიკური პირებისთვის  განაკვეთი 2.1%-ით გაიზარდა და 24.5%-ს მიაღწია. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი კი 0.1%-ით შემცირდა და 10.9%-ს გაუტოლდა.  ამას ემატება ისიც, რომ კომერციული ბანკები პრევენციისთვის სესხებს გასცემენ ლარში, თუმცა უკან იბრუნებენ დოლარის კურსით. ბანკები ამას ლარის დევალვაციით ამართლებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,  სექტემბერში ეროვნულ ვალუტაში 90 მილიონ ლარამდე სესხი გაიცა, თუმცა ლარში გაცემული  სესხების წილი ისევ მკვეთრად დაბალია და მხოლოდ 36%-ს (5,5 მლრდ ლარი), ხოლო დოლარებში გაცემულისა – 64% -ს შეადგენს. ეს აიხსნება იმით, რომ  ბანკებმა  და საფინანსო ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ მათ აღარ უნდა  გასცენ  ისეთი მოცულობის თანხა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გაუფასურდება.

.

 

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...