მთავარისიახლეებიპოლიტიკაგოგი თოფაძის კომენტარებს იოსებ სტალინთან დაკავშირებით სტრასბურგიდან თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი...

გოგი თოფაძის კომენტარებს იოსებ სტალინთან დაკავშირებით სტრასბურგიდან თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი და ვიქტორ დოლიძე ეხმაურებიან

Published on

"შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის კომენტარების გამო, იოსებ სტალინთან დაკავშირებით, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი პოლიტიკური პარტიების – ქართული ოცნების, რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების – ერთმნიშვნელოვან პოზიციას. – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის (ქართული ოცნება), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის (რესპუბლიკელები) და ევროპის  საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ვიქტორ დოლიძის (თავისუფალი დემოკრატები) ერთობლივ განცხადებში, რომელიც მათ სტრასბურგიდან გააკეთეს. 

ისინი საზოგადოებას შეახსენებენ, რომ  პარლამენტის მიერ საქართველოს კანონში თავისუფლების ქარტია 2013 წლის 25 დეკემბერს შეტანილი ვნლილებების თანახმად, იზღუდება ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის საჯარო ადგილებში გამოტანა. ამ სიმბოლიკას განეკუთვნება ასევე ყოფილი საბჭოთა დიქტატორის – იოსებ სტალინის სურათები.

რა თქმა უნდა, ბატონ თოფაძეს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოსაზრებების ან წინადადებების რეალიზება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველომ და მისი მოსახლეობამ მასობრივი დანაკარგი და ტანჯვა განიცადა სტალინის დიქტატურის წლებში და ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ნათესავსა და მეგობარს, რომლებმაც თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და დაიღუპნენ იმ საზარელი პერიოდის რეპრესიებსა და გულაგებში.ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი, და ამ საზარელ დანაშაულთა ჩამდენ პირთა განდიდება უნდა იყოს და იქნება კიდეც აღკვეთილი". – ნათქვამია განცხადებაში  –

შეგახსენებთ,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ  "სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება საქართველოში მალე, იმიტომ, რომ ის იყო გენიალური პიროვნება და მე-20 საუკუნეში აღიარებულია. მალე, მალე, ყველა მიხვდება, რომ ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიროვნებად მეოცე საუკუნის. მგონია, რომ ის კაცი იყო სიმბოლო საქართველოსი".

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...